მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის რეალური ღირებულება მასკის მიერ გადახდილი ფასის მესამედია - Fidelity

647dcf017e623
გიორგი თოლორდავა
06.06.23 00:05
1121
საინვესტიციო კომპანია Fidelity-ს შეფასებით, ილონ მასკის მიერ კომპანიის 100%-იანი წილის შეძენის შემდეგ, Twitter-ის ღირებულება დრამატულად შემცირდა და ამჟამად სოციალური ქსელის რეალური ღირებულება მასში გადახდილი 44 მილიარდი დოლარის მესამედია.

Fidelity-ს ანალიტიკოსები Twitter-ის საბაზრო აღებულებას ამჟამად 15 მილიარდ დოლარად აფასებენ, რაც 66%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

Twitter-ის დაღმასვლის მიზეზად ანალიტიკოსები ილონ მასკის მიერ გატარებულ რადიკალურ რეფორმებს ასახელებენ. ფასიანი ვერიფიკაცია, კონტენტის მოდერაციის ახალი სისტემა და თანამშრომლების რაოდენობის 70%-ით შემცირება - ეს იმ ცვლილებების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ილონ მასკმა კომპანიის შეძენის შემდეგ გაატარა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.