მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის შეძენაში ილონ მასკს ინვესტიციებით Binance, Sequoia და Fidelity ეხმარებიან

6273e45486ca7
გიორგი თოლორდავა
05.05.22 19:02
2812
Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შესაძენად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს კერძო საინვესტიციო ფონდები და საერთაშორისო კომპანიები ეხმარებიან.

საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას მასკმა 7.14 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო. აღნიშნული თანხიდან $1 მილიარდი ლოვრენს ელისონის ეკუთვნის; $800 მილიონი - Sequoia Capital-ს; VyCapital-ი ინვესტიციის სახით $700 მილიონს გამოყოფს; Twitter-ის შესაძენად ილონ მასკს $500 მილიონით კი მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance ეხმარება.

Twitter-ის ახალ ინვესტორთა შორის არიან: AH Capital ($400 მლნ); Qatar Holding ($375 მლნ); Aliya Capital ($360 მლნ); Fidelity ($316 მლნ); Brookfield ($250 მლნ); Strauss Capital ($150 მლნ); Witkoff ($100 მლნ); Bamco ($100 მლნ); DFJ Growth ($100 მლნ) და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს დირექტორი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და Forbes-ის მიერ მისი ქონება, დაახლოებით, 255 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის მაინც საჭიროებს ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების მხრიდან დახმარებას.

ილონ მასკის ქონების უდიდეს ნაწილს მისი კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი შეადგენს, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი კი, ცხადია, მას ნაღდი ფულის სახით საბანკო ანგარიშზე არ აქვს შენახული.

გასულ თვეს Twitter-ის შესაძენად მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Morgan Stanley-ს მიმართა, რომელიც წლებია მისი ფავორიტი საინვესტიციო ბანკია. უოლ-სტრიტის გიგანტი მასკს 25.5 მილიარდი დოლარის მოპოვებაში დაეხმარა, აქედან $12.5 მილიარდი კი საბანკო სესხია, რომელიც Tesla-ს აქციებითაა დაზღვეული.

აღსანიშნავია, რომ ახალი $7.14-მილიარდიანი ინვესტიციის წყალობით მასკი $12.5-მილიარდიანი საბანკო ვალის, დაახლოებით, ნახევრის დაფარვას შეძლებს.

წყარო - Forbes.ge