მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ის წმინდა ზარალმა მესამე კვარტალში $536 მილიონი შეადგინა

617956c6376c0
ნათია თაქთაქიშვილი
27.10.21 21:00
499
სოციალურმა ქსელმა Twitter-მა მესამე კვარტალი 536 მილიონი აშშ დოლარის წმინდა ზარალით დაასრულა, ვინაიდან კომპანიამ 809.5 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმა გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ სოციალური მედიის გიგანტი 2015 წელს ინვესტორების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულეს, რადგან მათ მომხმარებლების წვდომის მონაცემებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

რაც შეეხება კომპანიის კვარტალურ შემოსავალს, ის 37%-ით გაიზარდა და 1.28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებული 936 მილიონი აშშ დოლარისა. შესაბამისად, მისმა აქციების ფასმაც 3%-ით მოიმატა.

როგორც კომპანია აცხადებს, სოციალურმა მედიამ რეკლამირებიდან 1.14 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. Twitter-ის პროგნოზით, კომპანიის შემოსავალი მეოთხე კვარტალში 1.5-1.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.