Twitter-მა აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ანგარიში დაბლოკა უიგურ ქალთა შესახებ ტვიტის გამო, რომელიც კომპანიის სამომხმარებლო პოლიტიკას არღვევს - დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ. ინფორმაციას cnbc ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩინეთის საელჩოს ანგარიშით მიმდინარე თვეში გამოაქვეყნდა ტვიტი, სადაც ეწერა, რომ სამთავრობო პოლიტიკამ უიგურ ქალებს ემანსიპირება გაუწია და მათ "ბავშვის საცხობი დანადგარები" უწოდა.
“ჩვენ ვმუშაობთ Twitter-ის დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ ჩვენი პოლიტიკის დარღვევის საკითხზე. ჩვენ ვკრძალავთ ადამიანთა ჯგუფის დეჰუმანიზაციას მათი რელიგიის, ასაკის, სერიოზული დაავადების, ეროვნული წარმოშობის, რასის ან ეთნიკური კუთვნილების საფუძველზე ”, - განაცხადა Twitter-ის სპიკერმა.
ამ დროისთვის ტვიტი წაშლილია. როგორც წესი, Twitter-ის სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევის გამო, მომხმარებლებს მისდით შეტყობინება, რომელშიც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია კონკრეტული ტვიტის წაშლას ითხოვს არგუმენტირებული მიზეზით, ხოლო თუ გონივრულ ვადაში მომხმარებელი თავად არ წაშლის პოსტს, მისი ანგარიში დროებით, ან გაურკვეველი ვადით იბლოკება. ამ შემთხვევაში, აშშ-ში ჩინეთის საელჩოს ბოლო ტვიტი 9 იანვრით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Twitter-მა სამუდამოდ დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში. კომპანიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ”ძალადობის შემდგომი წაქეზების რისკის გამო” იქნა მიღებული. ამასთან, Twitter-ის გამოყენება Facebook-სა და Google-თან ერთად ჩინეთში აკრძალულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი