მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-მა ახალი ფუნქციის ტესტირება დაიწყო

5e60b2fac3b5d
ნათია თაქთაქიშვილი
06.03.20 00:20
984
Twitter-მა „სთორის“ ტესტირება დაიწყო - შეტყობინებების, რომელსაც სხვა მომხმარებლები მხოლოდ 24 საათის განმავლობაში ხედავენ. ინფორმაციას ამის შესახებ The verge ავრცელებს.

ამ ეტაპზე ტესტირება მხოლოდ ბრაზილიაში მიმდინარეობს. პროექტის სახელწოდებაა Fleets. Twitter-ში აღნიშნავენ, რომ ის ძირითადად ტექსტურ ჩანაწერებზე იქნება ორიენტირებული, თუმცა გიფების, ვიდეოს და აუდიოს ფორმატსაც გაითვალისწინებს.

მისი ნახვის მენიუ მომხმარებლის გვერდის ზედა ნაწილში გაჩნდება. Twitter-ის „სთორიზე“ რეაგირება მხოლოდ ემოჯებით იქნება შესაძლებელი. კომენტარების, მოწონების და გაზიარების ფუნქცია ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს.