მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-მა რაულ კასტროსა და კუბის წამყვანი მედიის გვერდები დაბლოკა

5d7c933be941a
მიხეილ ხაჩიძე
14.09.19 12:15
778
ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა Twitter-მა კუბის კომუნისტური პარტიისა და მისი ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის რაულ კასტროს გვერდები დაბლოკა.

Bloomberg-ის ცნობით, ამას გარდა დაბლოკილია რაულ კასტროს ქალიშვილის, კუბის სექსუალური განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მარიელა კასტროს ოფიციალური ფეიჯიც.

შეზღუდულია ასევე, კუბის წამყვანი მედიის გვერდი. როგორც კუბის ჟურნალისტთა გაერთიანებაში განაცხადეს, აღნიშნული ქმედებები "მასობრივი ცენზურაა სოციალური ქსელის მხრიდან".

Twitter-ს აღნიშნული გვერდების დაბლოკვის მიზეზი არ განუმარტავს.