მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ს ევროკავშირში აკრძალვით ემუქრებიან

647724ea235c5
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 18:21
518
საფრანგეთის ციფრული კომუნიკაციების მინისტრი ჯან-ნოელ ბარო Twitter-ს დაბლოკვით ემუქრება თუ ის ევროკავშირის წესებს არ დაიცავს.

კერძოდ, მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანია ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება თუ ის უარს იტყვის ევროგაერთიანების ციფრული მომსახურების აქტის წესების დაცვაზე. ახალი აქტი აგვისტოში უნდა შევიდეს ძალაში.
“დეზინფორმაცია არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ამძიმებს ჩვენს დემოკრატიულ ვითარებას. Twitter თუ კვლავ უარს იტყვის ჩვენს წესებზე, აიკრძალება ევროკავშირში”,-ამბობს მინისტრი.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ილონ მასკმა იყიდა, ევროკავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ვითარება დაიძაბა. ამას დაემატა ისიც, რომ გასულ კვირაში Twitter ევროკავშირის დეზინფორმაციიასთან საბძლოველად შექმნილი ქარტიიდან გავიდა. ქარტია დიდ სოციალურ ქსელებს უწესებდა ვალდებულებებს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისა თუ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვა წესებზე. ამ ქმედებისთვის სოციალური ქსელი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჯუროვამ უკვე გააკტიკა და მის გადაწყვეტილენას უპასუხისმგებლო უწოდა.

“Twitter-მა რთული გზა არიჩია ჩვენი ციფრულ კანონების შესრულების კუთხით. რუსეთის დეზინფორმაცია საშიშია და უპასუხისმგებლობაა ევროკავშირის დეზინფორმაციის ქარტიის დატოვება”,-დაწერა მან.

გასულ წელს ევროგაერთიანების დეზინფორმაციის ქარტიას ათობით კომპანია, მათ შორის Meta [Instagram; Facebook] TikTok, Google, Microsoft შეუერთდნენ.