მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანიკის საფუძველი არ არის" - ამირან გამყრელიძე "მაიმუნის ყვავილზე"

62dd485f65036
თამთა ჯიჯავაძე
24.07.22 18:14
831
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ პანიკის საფუძველი გვაქვს.

როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსები, ამიტომაც საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.

„ეს არ არის პანდემია, არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტირება და ქვეყნების შესაძლებლობები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გუშინ გამოაცხადა. WHO თავის გადაწყვეტილებას მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდით ხსნის.ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის თქმით, „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა. ხოლო ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.