მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოდგომაზე შესაძლებელია კოვიდის მართვა გაცილებით რთული იყოს - მინისტრი

5eeb4794cf54e
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 15:08
1274
შემოდგომაზე შესაძლებელია, კოვიდ-ინფექციის მართვა გაცილებით რთული იყოს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განმარტებით, კოვიდ-ინფექციის მართვა სხვა ინფექციების პარალელურმა განვითარებამ, შესაძლებელია გაართულოს.

„კოვიდ-ინფექცია არსად არ წასულა, უბრალოდ ეს არის პროცესი. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტალღებზე, ეს გულისხმობს იმას, თუ რამდენად გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა დღიური მონაცემებით. ამ ეტაპისთვის ეს რისკი საქართველოში არ დგას, ვინაიდან კოვიდინფექცია არის მართული, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში, როდესაც პირველი ტალღა იყო გაცილებით მცირე, ხოლო მეორე ტალღა გაცილებით უფრო დიდი. ჩვენც ასევე ველოდებით. შემოდგომაზე, თუ კოვიდ ინფექცია თან დაერთო სხვა ვირუსულ ინფექციას, შესაძლებელია, მისი მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.