მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედია, ვიპოვით გამოსავალს, რომელიც ჩვენს ბიზნესს არ დააზარალებს“ - „ელიტ ელექტრონიქსი”

5fbbc5eb67299
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 18:50
1208
ტექნიკის მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა იმედოვნებს, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან თანამშრომლობით შეზღუდვების გამკაცრების კუთხით მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომელიც მათ ბიზნესს არ დააზარალებს. ამის შესახებ მან ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ინდუსტრიისთვის გაყიდვების 30% ძირითადად ამ პერიოდში გენერირდება, ამიტომ მათთვის აქტივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

"შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული ვითარება, თუ როგორ შეიძლება, პანდემიასთან დაკავშირებული რისკების შემცირება და როგორ აისახება ეს ჩვენს ბიზნესზე. გავაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას. იმედი გვაქვს, ისეთ გამოსავალს ვიპოვით, რომელიც ერთი მხრივ, არ დააზარალებს ჩვენს ბიზნესს და მეორეს მხრივ კი, გადაიდგმება ნაბიჯები ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად“, - განაცხადა ლადო ჯობავამ.

"ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორის კომენტარს მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.