მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ზე ცნობილი პირების ანგარიშები დაჰაკეს

5f102021ceebc
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 23:40
1016
მსოფლიოში ცნობილი სოციალური პლატფორმა Twitter-ი აცხადებს, რომ რამდენიმე ცნობილი პირის სოციალური მედიის ანგარიშები გატეხეს, მათ შორის არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი, კიმ კარდაშიანი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მილიარდერები ელონ მასკი და ბილ გეითსი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის განცხადებით, კომპანია აღნიშნულ პრობლემას სწავლობს და საშინლად გრძნობს თავს, რადგან ეს სწორედ მათ სოციალურ პლატფორმაზე მოხდა.

„ჩვენ ვსწავლოთ ამ საკითხს, გვინდა გავიგოთ რა სახის ინფორმაციაზე მოახდინეს ჰაკერებმა წვდომა ანგარიშების გატეხვის შემდეგ. დეტალების გამოაშკარავების შემდეგ ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ ინფორმაციას“, – განაცხადეს კომპანიაში.

როგორც გამოცემა წერს, ექსპერტებს ამ ინციდენტმა Twitter-ის კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩინა.