მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს და პირველ ლედის covid-19 დაუდასტურდათ

5f76befb83fce
თელარა გელანტია
02.10.20 09:43
1257
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პირველ ლედის მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ტრამპმა "ტვიტერში" დაწერა.

„ვიწყებთ კაარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რამდენიმე საათით ადრე ტრამპის მრჩეველ ჰოუფ ჰიკსსაც კოვიდ-დადებითი უჩვენა ტესტმა. სწორედ ჰიკსთან ერთად იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი გასულ კვირას.

როგორც თეთრი სახლის ექიმი შონ კონლი აცხადებს, პრეზიდენტის და პირველი ლედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი სახლში რჩებიან.

მისივე განცხადებით, ტრამპი გააგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას შეფერხების გარეშე გამოჯანმრთელების პროცესის პარალელურად.

ცნობისთვის: აშშ-ში ჯამურად კორონავირუსის 7,494,671 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა სულ 212,660 მოქალაქე იმსხვერპლა.