მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა

61ee79b7cb300
მარიამ ვარადაშვილი
24.01.22 14:51
636
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის აგვისტოდან 23 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 18.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 84.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 8.3 მლნ აშშ დოლარით (11%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება - იტალიაში (7 621 ტონა), გერმანიაში (3 533 ტონა), ესპანეთში (522 ტონა), ჩეხეთში (467 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), საფრანგეთში (339 ტონა), ლიეტუვაში (327 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).