02.სექტემბერი .2019 11:28

თხილის ექსპორტიორებს ახალი ვალდებულება აქვთ

views 1220
უკან

თხილის გულის ექსპორტიორებს ახალი ვალდებულება აქვთ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებას, ვალდებულია, დანერგოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.

ცვლილება თხილის ტექნიკურ რეგლამენტში 26 აგვისტოს შევიდა.

რას ნიშნავს ეს ექპორტიორებისთვის და რამდენად მზად შეხვდა ბიზნესი რეგულაციას, ამას bm.ge თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში და მეთხილეებთან არკვევს.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ქართული თხილი ერთ-ერთი მოწინავე საექსპორტო პროდუქტი იყო. თუმცა, მავნებელმა აზიურმა ფაროსანამ მოსავალი მკვეთრად შეამცირა. რამდენიმე წელია მეწარმეები და საქართველოს მთავრობა აზიურ ფაროსანას ებრძვიან. როგორც გასულ თვეში საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს.

“სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა