TBC Capital-ის კვლევით ექსპორტირებული თხილის 70% ევროკავშირის ბაზრებზე მოდის.
ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარი ქართული თხილის მთავარი შემსყიდველია და 2021 წელს თხილის მთლიანი ექსპორტის 69% ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა.
გერმანია (4,512 ტონა), იტალია (2,804 ტონა) და სომხეთი (1,427 ტონა) იყო საქართველოდან უნაჭუჭო თხილის ექსპორტის ძირითადი მიმართულებები 2021 წელს, რაც ერთად მთლიანი ექსპორტის 54%-ს შეადგენს.
ამ ქვეყნებს მოჰყვება: რუსეთი, ესპანეთი, ჩეხეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, საუდის არაბეთი და უკრაინა, რომლებმაც ერთად შეადგინეს შემდგომი 27%. დანარჩენი 19% კი მცირედი წილებით 34 ქვეყანას შორის გადანაწილდა. 2021 წელს წინა წელთან შედარებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სომხეთში (+106%), ხოლო სხვა ლიდერებისთვის საშუალ ზრდის ტემპი 19%-ს შეადგენდა.
სხვა კაკლოვან კულტურებთან შედარებით, თხილი საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურაა. თხილის ასოციაციის შეფასებით, თხილი გაშენებულია 70,000 ჰექტარზე. TBC Capital-ის ინფორმაციით, გასულ წელს თხილის წარმოების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა (46 ათასი ტონა), რაც 41%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. ჯამში ქვეყანამ 2021 წელს 115 მილიონი დოლარის თხილი გაიტანა ექსპორტზე. შედეგად, კაკლოვნების ექსპორტის მთლიანი ღირებულების 97%-ს სწორედ თხილის ექსპორტზე მოდიოდა.
თხილის საწარმოო ხაზი ყველაზე განვითარებულია და ქვეყანაში 40-ზე მეტი თანამედროვე, გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს. თხილის გადამუშავების მთლიანი სიმძლავრე 80,000 ტონას აღემატება. თუმცა სექტორში ჯერ კიდევ არსებობს არასათანადო შრობასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი