მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თხილის კადასტრში ამ ეტაპზე 40 ათასს ჰა-ზე მეტია რეგისტრირებული“ - თხილის ასოციაცია

641c7430cd954
თათია ჩაფიჩაძე
26.03.23 18:34
654
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას ინფორმაციით, თხილის კადასტრში ამ ეტაპზე 40 ათასს ჰა-ზე მეტია რეგისტრირებული, რაც 70 ათასამდე ფერმერის საკუთრებაა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში თოდუამ განაცხადა ეს თხილის ბაღების მფლობელთა თითქმის 90%-ია.

„ფერმერების რეგისტრაცია თხილის კადასტრში მიმდინარეობს წარმატებულად, დღეის მდგომარეობით 40 ათასს ჰა-ზე მეტია დარეგისტრირებული, რაც საერთო რაოდენობის 90%-ზე მეტია უკვე. ჩვენ არ გვქონდა მთლიანი სურათი თუ რამდენი თხილის მწარმოებელი გვყავდა საქართველოში, გვქონდა ბაზა ვინც არის ასოციაციის წევრი. როგორც ჩანს დაახლოებით 50 თასს ჰა-ზეა საუბარი, აქ მოიაზრებიან ისინი, ვინც ფლობენ 0.2-დან 3 ჰა-მდე ბაღებს. ხოლო ბენეფიციართა რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით 70 ათასზე მეტია.

ვფიქრობთ სუბსიდირების პროგრამა კარგად იმუშავებს და წელს ალბათ 50-55 ათასს ტონა მოსავალს მივიღებთ,“ - აღნიშნა თოდუამ.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია აპრილის ბოლომდე გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოლოდინით დახმარება გაზრდის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობას და დაეხმარება თხილის კულტურის განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნაც, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.