მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის რეგლამენტი ძალაში 1 ივნისიდან შევა

5721fe0dba8f5
BM.GE
28.04.16 16:10
2267
საქართველოს მთავრობამ თხილის შესახებ რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შევა.
 
თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ჩვეულებრივი თხილის და მათი კულტივირებული ჰიბრიდების ნაყოფის მიმართ და ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორის მიმართ, რომელიც ახორციელებს გატეხილი ან/და გადამუშავებული თხილის ექსპორტს.

ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ექსპორტისათვის განკუთვნილი თხილის რეგულირების პრინციპების განსაზღვრას. კერძოდ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს: მოთხოვნებს გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის მიმართ; მოთხოვნებს რეგულირების ობიექტის უვნებლობის, შეფუთვისა და ეტიკეტირებისადმი; ჰიგიენის მოთხოვნებს ბიზნესოპერატორის მიმართ; გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის შესაბამისობის კონტროლის პროცედურებს.

რაც შეეხება მოთხოვნებს შეფუთვის მიმართ, თხილის გული შესაძლებელია მოთავსებულ იქნეს ტომრებში ან მაგარ შეფუთვაში, რომელიც არ ცვლის თხილის ხარისხობრივ და უვნებლობის მაჩვენებლებს. მცირე დაფასოების შემთხვევაში, სამომხმარებლო შეფუთვა თითოეულ დიდ შეფუთვაში უნდა იყოს ერთი და იმავე წონის.

ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები რეგულირდება მიმღები ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად.