10.ივნისი .2020 21:44

ტყიბულის მინდელის შახტაში ტექნიკური ინციდენტი დაფიქსირდა – შემთხვევას სწავლობენ

views 366
უკან

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად.

ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა