10.ივნისი .2020 19:04

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

views 241
უკან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს.

მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ.
მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა, თუმცა გაიჭედა. ლიფტში 22 მეშახტე იყო, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ. ადმინისტრაცია კი, მათი პრობლემით არ დაინტერესებულა.

მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართონ.

მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა. ტყიბულში მეშახტეები მარტშიც გაიფიცნენ.

ცნობისთვის: bm.ge "საქნახშირის" მფლობელ კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიასთანაც" ცდილობს დაკავშირებას და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.