მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულში ნახშირის მრეწველობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა ელექტროსადგურის არსებობაა - სოცკი

610512de60052
ინგა მურუსიძე
01.08.21 19:00
984
"საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი მიიჩნევს, რომ ტყიბულში ნახშირის მრეწველობის განვითარებისათვის აუცილებელი პირობა ელექტროსადგურის არსებობაა.

როგორც მან Forbes-კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ საქნახშირმა ეკონომიკური ეფექტი მიიღოს და გაამართლოს თავისი დანიშნულება.

"სხვა ყველა საწარმო, რომელსაც საქართველოში ვეძებთ და განვიხილავთ არასაკმარისია მისი რენტაბელობისთვის", - თქვა სოცკიმ.

კითხვაზე, როგორ ან რა ვადებში ხედავს ელექტროსადგურის პერსპექტივას, "საქნახშირის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პასუხობს:

"მე ვფიქრობ, რომ ამ წელს უნდა დავასრულო წინასწარი პროექტირების ეტაპი და გაისად პროექტირების ფაზაში შევიდეთ. პროექტი ჯერ არ არის, წინასწარი სამუშაოები შედგენილია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და შემდეგ საქნახშირის ყველა მფლობელი ცდილობდა ამ იდეის განხორციელებას. თუმცა სხვადასხვა მიზეზით ეს ვერ მოხერხდა. ეს ერთადერთი გზაა წარმოების სტაბილური განვითარებისთვის. არსებული რესურსებით კომპანია იმუშავებს, თუმცა ვერ განვითარდება. ელექტროსადგურის გარეშე სერიოზული განვითარება, მოდერნიზაცია გამორიცხულია. მხოლოდ ელექტროსადგური დაეხმარება რეგიონს განვითარებაში და მე მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი განხორციელდება და შედგება", - განაცხადა სოცკიმ.