25.ნოემბერი .2019 09:40

Typline - აპლიკაცია, რომელიც ავტოსამრეცხაოებში ურიგოდ მისვლის საშუალებას გაძლევთ

views 300
უკან

საქართველოში უფასო აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს ავტოსამრეცხაოში ურიგოდ მისვლის საშუალებას აძლევს. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს სამრეცხაოს რიგს, დაჯავშნოს ადგილი და სამრეცხაოში სწორედ მაშინ მივიდეს, როცა მისი დრო მოვა.

“ავტოსამრეცხაოების სამართავ პროგრამას უფასოდ ვაძლევთ ნებისმიერ ავტოსამრეცხაოს, რომელსაც სურს, რომ მომხმარებელს ონლაინ ჯავშნები შესთავაზოს”, - აცხადებს Typline-ის თანადამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე.

აბაშიძის თქმითვე, Typline-ის მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია: “ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ სამრეცხაოს რიგში მდგარი 15 მანქანიდან 13 Typline-ის აპლიკაციას იყენებდა”- აცხადებს აბაშიძე.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა