მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE-ში „სინოფარმით“ 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციასაც იწყებენ

610a23c7f23e0
თამთა ჯიჯავაძე
04.08.21 10:16
3520
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩინური კოვიდ-ვაქცინა „სინოფარმით“ 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ. ამის შესახებ Reuters-ი საამიროების მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

როგორც გამოცემა იტყობინება, არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინის კლინიკური შემოწმებების და ინტენსიური დაკვირვების საფუძველზე მიიღეს.

ცნობისთვის, სპარსეთის ყურის რეგიონის ეს ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, „ფაიზერის“ ვაქცინას 12-15 წლის მოზარდებში უკვე იყენებს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოსახლეობის 78.95% უკვე აცრილია მინიმუმ ერთი დოზით, ხოლო 70.57% ორივე დოზით.

რაც შეეხება ეპიდ-ვითარებას, მაგალითად 3 აგვისტოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც რეგიონის ტურიზმის და სავაჭრო ჰაბია, ინფიცირების 1548 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 4 ადამიანი. დაახლოებით 9.7-მილიონიან ქვეყანაში, ჯამში კორონავირუსს1960 ადამიანი ემსხვერპლა.