მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UAE-ში მომხდარ თავდასხმას ნავთობის ფასის 7-წლიან მაქსიმუმამდე ზრდა მოჰყვა

61e7b9f32ca25
შოთა ტყეშელაშვილი
19.01.22 11:23
1209
გუშინ, იემენელმა ამბოხებულებმა არაბთა გაერთიანებული საემიროების, აბუ-დაბის ერთ-ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად აფეთქდა სამი შემნახველი რეზერვუარი, რამაც სამი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. 

თავდასხმის შედეგად, ბარელი ნავთობის ღირებულებამ $86 დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია.

BBC-ის ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაციამ იემენის დედაქალაქის, სანაას მიმართულებით საპასუხო დარტყმები განახორციელა, რასაც 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო რამდენიმე კვირაა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი ისედაც მზარდი იყო და გუშინდელ შეტევამდე ბარელი, დაახლოებით, 84 დოლარი ღირდა. ფასის მატება გლობალურად სწრაფი აღდგენის მოლოდინებით არის განპირობებული.