06.თებერვალი .2023 12:15

უამინდობის მიუხედავად, თბილისის აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად ხორციელდება

უამინდობის მიუხედავად, თბილისის აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად ხორციელდება
views 373
უკან

უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. როგორც bm.ge-ს "TAV Georgia"-ში განუცხადეს, დღეისთვის არც ერთი ფრენა არ გაუქმებულა, მათ შორის არც სტამბოლის მიმართულებით, სადაც დიდთოვლობაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტამბოლში მოსული დიდი თოვლის გამო, გაუქმდა სტამბოლი-თბილისის რეისები, შესაბამისად, ვერ შესრულდა თბილისის სტამბოლის ფრენებიც.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში დიდთოვლობის გამო, მხოლოდ Turkish Airlines-მა 170 ფრენა გააუქმა სტამბოლის ორივე აეროპორტიდან. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა