მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამრავი ფეიკ ნიუსის მომსწრე ვართ... ახლა პრემიერზე ააგორეს - თურნავა გახარიას წასვლაზე

5ed8b6350d42d
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.20 12:51
862
დავრწმუნდი ბოლო თვეების განმავლობაში, რომ უამრავი ფეიკ ნიუსის მომსწრე ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდა, ზოგი მე მეხებოდა პირადად. ახლა პრემიერზე ააგორეს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ყალბი ინფორმაციების უკან დგანან ოპოზიციური ძალები და ხშირად მათ მედიასაშუალებებიც უწყობენ ხელს.

“ამის უკან დგანან რათქმაუნდა ოპოზიციური ძალები, ვინც ახლა რაღაცნაირად თავს თამაშგარედ გრძნობს გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობა მართლა ეფექტურად მუშაობს და მოსახლეობის ძირითადი ინტერესი არის მთავრობის მიმართ და მხარდაჭერაც ჩანს ცალსახად, ყველა რეიტინგის მიხედვით. ამიტომ ბოროტი სპეკულაციების მეშვეობით, რომლებსაც, სამწუხაროდ, მედიასაშუალებებიც იტაცებენ, ცდილობენ, ყურადღების გადატანა მოხდეს ამაზე. მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს. ტყუილად ვკარგავთ ახლა ამ პასუხშიც დროს”,- აცხადებს თურნავა.