მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უაქციზო კოდით ხდება აქციზური ნავთობპროდუქტის იმპორტი",- შავლეგ მიშველაძე

5e90598933058
BM.GE
10.04.20 15:30
1123
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, უაქციზო კოდის გამოყენებით ხდება აქციზური ნავთობპროდუქტის იმპორტი.

"სამწუხაროა, რომ დადასტურდა ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი: უაქციზო კოდის გამოყენებით ხდება აქციზური ნავთობპროდუქტის იმპორტი, რომელიც იყიდება როგორც თხევადი გაზი ანუ LPG. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, როცა ავღნიშნავდით, რომ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ "ხვრელით", საკანონმდებლო ხარვეზით და ახორციელებენ ნავთობპროდუქტის იმპორტს აქციზის გადახდის გარეშე.

სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება მნიშვნელოვანი თანხა, რაც ბუნებრივია, ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, გვჭირდება არამხოლოდ ამ ტიპის "ხვრელების" სასწრაფოდ ამოვსება, არამედ მიზანმიმართული და ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის, მისი გაჯანსაღებისა და განვითარებისაკენ. ამგვარი მანკიერი პრაქტიკის დატოვებისა და არსებობის შემთხვევაში, ვერასოდეს შევძლებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას.

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან, რომლებთანაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციას აქვს პროფესიული, ობიექტური და ეფექტური კომუნიკაციის ფორმატი, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს შესწორებები შესაბამის საკანონმდებლო აქტებში და შეწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტისადმი მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პროცესი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მთავარი ფუნქცია ყოველთვის იყო და არის ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესების მხარდაჭერა და დაცვა, რაც პირდაპირპროპორციულ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ბიზნესისა და შესაბამისად ეკონომიკის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებასთან", - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.