მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უარის მიუხედავად "ამბასადორი ბათუმი" ბულვარში 15-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

5e47eba33d13d
ანი ციხისთავი
15.02.20 18:13
2557
“ამბასადორი ბათუმმა” ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობაზე 2019 წლის 30 დეკემბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან უარი მიიღო.

“სიმაღლის გამო კონცეფციაში არ ჯდება. ინვესტორს ამ ადგილას დღეს მხოლოდ 3-სართულიანი შენობის აშენება შეუძლია”- Bm.ge-ს ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა ვიქტორია ხალვაშმა განუცხადა.

Bm.ge ამ თემაზე “ამბასადორი ბათუმის” იურისტსაც ესაუბრა. გოჩა კანკია აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარში კომპანია მაინც ააშენებს 15-სართულიან კომპლექსს.

“იმავეს ვგეგმავთ, თავიდან შევიტანთ განაცხადს. დარწმუნებული ვარ თანხმობას მივიღებთ, უბრალოდ დროის ამბავია”,- აცხადებს იურისტი.

კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი ერთხელ მიღებული უარის შემთხვევაში მეორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან კომპანიამ დადებითი პასუხი მიიღოს, იურისტი პასუხობს, რომ “სავსებით შესაძლებელია”.

გოჩა კანკია მომავალი ბალნეოლოგიური ცენტრის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა მისი თქმით “ამბასადორი ბათუმი” ამ პროექტში 40 მლნ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

ფოტო: netgazeti.ge