მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბედურ შემთხვევას „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი ემსხვერპლა

5f6361f9738a2
თელარა გელანტია
17.09.20 17:16
1329
„საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

„ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა. გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი)“, - აცხადებენ კომპანიაში.

მისივე ინფორმაციით, რკინიგზა თანამშრომლობს გამოძიებასთან, რათა დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური.