კომპანიებს, რომლებიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის“ მიხედვით, ვალდებულნი არიან დააზღვიონ თანამშრომლები უბედური შემთხვევისგან, სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალ დაფარვებს სთავაზობს.
ალდაგში შეიმუშავეს ერთიანი სადაზღვევო პოლისი, რომელიც თანამშრომელთა დაზღვევის სამ სხვადასხვა პროდუქტს აერთიანებს: უბედური შემთხვევისგან დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა და კრიტიკული დაავადებისგან დაზღვევა.
უბედური შემთხვევისგან დაზღვევა სავალდებულო 2019 წლიდან გახდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში“ ცვლილების მიხედვით, რომელიც გულისხმობს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების შემსრულებელი თანამშრომლების სავალდებულო დაზღვევას.
სავალდებულო დაზღვევის შეძენა აუცილებელია ყველა იურიდიული პირისათვის, მათ შორის ინდმეწარმისთვის, რომელსაც მინიჭებული აქვს მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოს შემსრულებლის სტატუსი.
დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა დაზარალებულისა და დამსაქმებლის ფინანსურ დაცულობას უზრუნველყოფს და გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც უბედური შემთხვევის პარალელურად დგება მოულოდნელი ფინანსური ხარჯები, რომელთა გადაჭრაც ადამიანებს კრიტიკულ სიტუაციებში უხდებათ.
ალდაგის მიერ კომპანიებისთვის შეთავაზებული სავალდებულო დაზღვევის პროდუქტი ბაზარზე არსებული საუკეთესო შეთავაზებაა. ალდაგის პასუხისმგებლობა განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით, რომელსაც მომხმარებელი სურვილის მიხედვით ირჩევს. დაზღვევის ფასი დამოკიდებულია დასაქმებულთა რაოდენობასა და სადაზღვევო ლიმიტზე.
რაც შეეხება ალდაგის ახალ კომპლექსურ შეთავაზებას - უბედური შემთხვევის, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებებისგან თანამშრომელთა დაზღვევის ერთიანი პოლისის შექმნას, ეს კომპანიებისა და თანამშრომლების საჭიროებების გათვალისწინებით შექმნილი შეთავაზებაა და ის ორივე მათგანის კეთილდღეობასა და წარმატებაზე აისახება.
„ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ჩვენს კლიენტებთან და ვცდილობთ ნებისმიერი კორპორატიული პროდუქტი მათ საჭიროებებსა და სურვილებს მოვარგოთ. ვფიქრობთ, რომ კარგია, რომ გვაქვს სავალდებულო დაზღვევის პროდუქტი, რომელიც ეხმარება ზოგადად დაზღვევის კულტურის განვითარებას ქვეყანაში. ჩვენი ახალი ინიციატივის მიზანია, კიდევ უფრო მეტად დავანახოთ კომპანიებს ამ პროდუქტებით სარგებლობის აუცილებლობა და ხელი შევუწყოთ ზოგადად ბიზნესის პასუხისმგებლიანად წარმართვას,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა