29.იანვარი .2020 23:00

Uber Eats-ი და McDonald's-ი თანამშრომლობას წყვეტენ

views 373
უკან

Uber Eats-ი ახალი დარტყმისთვის ემზადება, რადგან საკვების მიწოდების სერვისი თანამშრომლობას წყვეტს მსოფლიოში ცნობილ სწრაფი კვების ქსელ McDonald's-თან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე Uber Eats-ი კარგავს ექსკლუზიურ უფლებას McDonald's-ის საკვების მიწოდებაზე, რაც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი შეკვეთის მომსახურებას ნიშნავს.

წელს, როგორც ჩანს McDonald's-ი Uber Eats-ს მისი ძლიერი კონკურენტით Just Eat (JSTTY )-ით ჩაანაცვლებს. Just Eat-ი არის ყველაზე დიდი და ძლიერი საკვების მიწოდების ოპერატორი გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც წელიწადში ჯამურად დაახლოებით 123 მილიონ შეკვეთას ემსახურება, მაშინ როცა Uber Eats-ი მხოლოდ 30 მილიონს.

შეგახსენებთ, Uber Eats-მა კვების მიწოდების ბიზნესი გაყიდა ინდოეთშიც და კომპანიამ გასულ წელს 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ზარალზეც განაცხადა.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა