მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი ინდოეთში საკუთარ ბიზნესს 400 მილიონ დოლარად ყიდის

5df8a02db65cd
ნათია თაქთაქიშვილი
17.12.19 13:38
1072
კომპანია Uber-ი ინდოეთში საკვების მიწოდების სერვისს ყიდის. გარიგების სავარაუდო ღირებულება 400 მილიონი დოლარია, ხოლო დაინტერესებულ მხარედ Uber-ის ადგილობრივი მეტოქე Zomato მოიაზრება. აღნიშნული გარიგების შესახებ გამოცემა Business Insider-ი იუწყება.

სანდო წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, Uber-ი შეინარჩუნებს ბიზნეს კავშირებს Zomato-სთან, რადგან კომპანია აღნიშნული მიმართულების განვითარებაში 150-200 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს.

Zomato ინდოეთის ადგილობრივ ბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი და Uber Eats ყველაზე მძლავრი კონკურენტია. რაც შეეხება Uber Eats-ს, კომპანია ინდოეთში შედარებით გვიან 2017 წელს გამოჩნდა და Zomato-სთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა ვერასდროს შეძლო.

აღსანიშნავია, რომ Uber Eats-ის ყოველდღიური შეკვეთები 600,000-ს აღწევს, მაშინ როცა Zomato-ს ყოველდღიური შეკვეთების რაოდენობა 1 მილიონზე მეტია.