მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი ინდოეთში საკვების მიტანის ბიზნესს ყიდის

5e26a46eacf1e
ნათია თაქთაქიშვილი
21.01.20 23:40
1071
ტექნოლოგიური კომპანია Uber-ი საკვების მიტანის ბიზნესს ინდოეთში მის ადგილობრივ კონკურენტს Zomato-ს მიყიდის. აღნიშნული გარიგების შემდეგ, Uber-ი სტარტაპში მხოლოდ 9.9 პროცენტიანი წილით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, Zomato-ს პოზიცია ბაზარზე საგრძნობლად გაიზრდება Uber-ის წილის შეძენის შედეგად. ანალიტიკური კომპანია CB Insights-ის მიხედვით, Zomato-ს ამჟამინდელი ღირებულება 2.2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება, კომპანიის ძირითადი ინვესტორი კი ონლაინ-რითეილერი Alibaba-ა.

Uber-ის გენერალურმა დირექტორმა დარა ხოსროშაჰიმ ინდოეთის ბაზრის დატოვება გასულ წელს გადაწყვიტა, რადგან Uber Eats-მა 2019 წლის მე-3 კვარტალი 1 მილიარდიანი აშშ დოლარის ზარალით დაასრულა.

შეგახსენებთ, Uber Eats-მა ინდოეთში ოპერირება 2017 წლის მაისში დაიწყო.