მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი თვითმართვადი ავტომობილების 26%-იან წილს Amazon-ის სტარტაპს მიჰყიდის

5fcf7cd0c61a8
ნათია თაქთაქიშვილი
08.12.20 18:36
785
Uber-ი საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების ხაზის 26%-იან წილს Amazon-ის სტარტაპ Aurora Technologies-ს მიჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, გარიგების დასრულების შემდეგ Aurora Technologies-ის სამეთვალყურეო საბჭოში Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროშაჰიც იქნება წარმოდგენილი.

მოუხედავად იმისა, რომ Uber-ი საკუთარი თვითმართვადი ავტომობილების ხაზში Advanced Technologies Group-ში წილს ყიდის, აცხადებს, რომ კომპანია ისევ დაინტერესებულია თვითმართვადი ავტომობილების განვითარებით და Aurora Technologies-ისთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

„თვითმართვადი ავტომობილები არის სწორედ ის, რაც გვაძლევს გარანტიას, რომ ადამიანების ცხოვრება გახდება უფრო კომფორტული, ხოლო გარემო ეკოლოგიურად სუფთა“, - განაცხადა დარა ხოსროშაჰიმ.

გამოცემის მიხედვით, Aurora-ს Uber-თან აღნიშნული გარიგება 4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება და, სავარუდოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. შეგახსენებთ, რომ Uber-ი გასულ წელს აღნიშნული ბიზნესის გაყიდვას 7.5 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავდა.