მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ის მსგავსი ჩინური კომპანია Didi უხანში სამედიცინო პერსონალს უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს

5e308910bacd5
BM.GE
28.01.20 23:16
883
Uber-ის მსგავსი ჩინური კომპანია Didi ჩინეთის ქალაქ უხანში საავადმყოფოს თანამშრომლებს უფასო 24-საათიან ტრანსპორტირებას სთავაზობს. ამისთვის კომპანიამ სპეციალური აპლიკაციაც შექმნა.

ტრანსპორტირების დროს მძღოლებს სპეციალური დამცავი აღჭურვილობა ეცმევათ. როგორც კომპანია იტყობინება, დაახლოებით 200 მძღოლი მოემსახურება მსურველებს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ უხანში დაახლოებით 2500 სამედიცინო პერსონალია.