მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-მა და McDonalds-მა უკრაინაში მუშაობა შეაჩერეს

6217984313a37
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 18:41
905
ტაქსის მომსახურების კომპანია Uber-მა უკრაინაში მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია კომპანიის აპლიკაციაში ვრცელდება - ამის შესახებ კი Interfax წერს. 

„ამ დროისთვის Uber-ით მგზავრობა აღნიშნულ რეგიონში მიუწვდომელია“ - ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც კიევში მგზავრებისთვის არის განკუთვნილი.

ლვოვში აპლიკაცია მუშაობს, თუმცა მგზავრობა ნებადართული არ არის. ხარკოვსა და ოდესაში ასევე აქტიურდება შეტყობინება, რომ რეგიონში მგზავრობა მიუწვდომელია.

„გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდისა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო აპლიკაციის მუშაობის შეჩერება გადავწყვიტეთ. ჩვენი პრიორიტეტი აპლიკაციის მომხამრებელთა უსაფრთხოებაა. თვალს ვადევნებთ არსებულ მდგომარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია“, - განუცხადეს „ინტერფაქსს“ კომპანიის პრესსამსახურში.

ტაქსის მომსახურების კომპანიები Bolt-ი და „უკლონი“ მუშაობას აგრძელებენ.

ცნობისთვის უკრაინაში Uber-ი 2016 წლიდან 9 ქალაქში ოპერირებს.

დღესვე სწრაფი კვების ობიექტმა McDonalds-მა უკრაინაში ყველა რესტორანი თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე დახურა.
საბრძოლო მოქმედებები გამო რითეილერებმა ცალკეული მაღაზიების დაკეტვა დაიწყეს.

გაზგასამართმა სადგურებმა OKKO-მ და WOG-მა ერთ ავტომობილზე საწვავის ჩასხმის მოცულობა 20 ლიტრით განსაზღვრეს. OKKO-ში ეს იმით ახსნეს, რომ პირველ რიგში მათ საწვავით სპეცსამსახურების მანქანები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამსახურების მომარაგება უნდა უზრუნველყონ.

გასამართი სადგურების ქსელი OKKO Group-ში შედის და უკრაინაში ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელს წარმოადგენს, რომელსაც 425 გასამართი სადგური აქვს. WOG-ის ქსელში კი 400 სადგურია.