16.ოქტომბერი .2019 00:15

Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო

views 263
უკან

ამერიკულმა კომპანია Uber-მა ნავით მომსახურების სერვისი დაიწყო. ნიგერიის კომერციულ ქალაქ ლაგოსში ახალი პროექტი სატესტოდ უკვე ამოქმედდა. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული სერვისი გზებზე საცობებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალებაა.

როგორც Uber-ის წარმომადგენლები აცხადებენ, თავდაპირველად დღეში სულ ოთხი რეისი შესრულდება, თითო რეისის ფარგლებში ნავით 35 ადამიანს გადაიყვანენ.

ცნობილია ნავით მგზავრობის ღირებულებაც. მსურველებს ერთ გზაზე 1.39 დოლარის გადახდა მოუწევთ, მაშინ როდესაც მინიავტობუსით მგზავრობა 83 ცენტი ჯდება.