მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber Technologies თანადამფუძნებელი აქციებს ყიდის

5dff7ff10eca5
ანნა ლაპიაშვილი
22.12.19 19:30
1059
Uber Technologies თანადამფუძნებელმა გასული კვირის განმავლობაში საკუთარი აქციები ეტაპობრივად გაყიდა. ტრევის კალანიკმა ამ დროისათვის უკვე მის მფლობელობაში არსებული აქციების 90% გაასხვისა, რომლის ღირებულებამაც The Wall Street Journal-ის ინფორმაციით $2,5 მლდ-ს გადააჭარბა. 

კალანიკმა, რომელმაც გენერალური დირექტორის თანამდებობა 2017 წელს ზეწოლის გამო დატოვა, მის საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვა ბირჟაზე კომპანიის საჯარო განთავსებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო. IPO-დან 6 თვის განმავლობაში მას ამის უფლება სწორედ საჯარო განთავსების წესებიდან გამომდიანრე არ შეეძლო. ისიც ფაქტია, რომ IPO-ს გამო Uber Technologies-ის ღირებულება 30% -ით შემცირდა. ამ დროისთვის ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი $30,45-ია.

როგორც The Wall Street Journal აღნიშნავს, რატომ გადაწყვიტა ტრევის კალანიკმა საკუთარ აქციებს დამშვიდობებოდა უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიის დღეს მოქმედი მენეჯმენტის მიმართ მას უკმაყოფილება არაერთხელ აქვს გამოხატული. გამოცემა წერს, რომ თუ კალანიკი იმავე ტემპებით გააგრძელებს მისი კუთვნილი აქციების გაყიდვას, რამდენიმე დღეში მას Uber Technologies-ის არც ერთი აქცია აღარ ექნება.