მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber Works - Uber-ის ახალი აპლიკაცია სამსახურის მაძიებელთათვის

5d96479b3c3dd
მიხეილ ხაჩიძე
04.10.19 12:49
1716

ამერიკული კომპანია Uber, რომელსაც უკვე აქვს ტაქსის გამოძახებისა და საკვების მიწოდების სერვისები, ახალ აპლიკაციას - Uber Works ამატებს. ახალი სერვისი ხელმისაწვდომი დღეიდან, 4 ოქტომბრიდან იქნება. როგორც Financial Times სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ახალი მომსახურება განკუთვნილია მათთვის, ვინც დროებით სამუშაოს ეძებს. პლატფორმა სხვადასხვა კომპანიებისთვის სპეციალისტების შერჩევას ხელს შეუწყობს. 



თავდაპირველად, სერვისი მხოლოდ ჩიკაგოში იმუშავებს, თუმცა როგორც ამერიკულ გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო აცხადებს, მოგვიანებით Uber-ი სერვისს გააფართოებს. პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ სამსახურის მაძიებლებსა და კომპანიებს ძიების პროცესი გაუმარტივოს.  პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა ყველას შეეძლება. მონაცემების ერთჯერადად მიწოდების შემდეგ, აპლიკაცია პოტენციურ დამსაქმებელს ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.



Financial Times წერს, რომ წინასწარი გათვლებით, აშშ-ში მაცხოვრებლების რაოდენობა, რომლებიც მომავალ წლისთვის დროებით სამუშაოს ძებნას საჭიროებენ, 42 მილიონს მიაღწევს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემები. ამის გათვალისწინებით კი, Uber Works-სს აქვს შანსი, კონკურენციას გაუწიოს Wonolo-ს,  რომელიც შტატების ბაზარზე, 5 წლის წინ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი HR-პორტალია.