მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბისა-შორაპანის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

6213310944b1f
BM.GE
21.02.22 10:24
1022
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 174-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 174-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2022 წლის 21 თებერვალს 11:00 სთ-დან 11:15 სთ-მდე, 15:00 სთ-დან 15:15 სთ-მდე და 17:00 სთ-დან 17:15 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით.