11.სექტემბერი .2020 21:59

უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

views 371
უკან

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც უტარდება გადაუდებელი ოპერაცია.

საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.

სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა