21.სექტემბერი .2020 13:18

უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

views 535
უკან

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 20 სექტემბერს, 23:00 საათზე, სოფელ ბორითში არსებულ პერსონალის საცხოვრებელ ბანაკში, უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, განვითარებული ინსულტის გამო გარდაიცვალა.

მისივე ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.