მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უბრალოდ დაკეტეს და მერე გახსნეს, აქ აღსადგენი არაფერი იყო - ფინანსისტი ეკონომიკის ზრდაზე

61605419701e2
ინგა მურუსიძე
08.10.21 22:05
1353
ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ეკონომიკის აღდგენის ტემპზე საუბრისას ამბობს, რომ აღსადგენი არაფერი იყო, რადგან ქვეყანა უბრალოდ დაკეტეს და გახსნეს.

საკითხზე მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, მოსალოდნელი იყო თუ არა ეკონომიკის ისეთი აღდგენა, როგორიც გვაქვს, რევიშვილი პასუხობს: „აღდგენის სირთულე არის ისეთ ეკონომიკაში, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით მიდიოდა მანამდე. ჩვენს შემთხვევაში დაკეტეს და მერე გახსნეს - აქ აღსადგენი არაფერი იყო. 2020-ში დაგვკეტეს, 2021-ში გაგვხსნეს. არაფერი დიდი გმირობა იმაში, რომ ნულიდან მცირე გაზრდა გქონდეს - არ არის.

პანდემიას ვაბრალებთ ბევრ რამეს - ცუდია, გვაზარალა, მაგრამ ინვესტიციების ნაწილს პანდემიას ვერ დავაბრალებთ. ზუსტად იგივე ლოგიკა შეიძლება მიუდგეს ყველაფერს - ის ცუდი იყო, გვაზარალა, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა მეტწილად არ შეცვლილა. იგივე წილი მიჰქონდა ე.წ. პოპულისტურ ხარჯებს და ახლა გამოიხატა იმაში, რომ კაპიტალური პროექტების ხარჯზე ვაკეთებთ პოპულისტურ დანახარჯებს. პანდემიას ალბათ უკვე არასწორია რამე დავაბრალოთ“.