მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩა მამაცაშვილის იურისტი ანტიკორუფციულ ცენტრთან დავაზე განცხადებას აკეთებს

6274d9c368f43
BM.GE
06.05.22 12:24
2483
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის იურისტი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ისინი ანტიკორუფციულ ცენტრს სიცრუის გავრცელებისთვის უჩივიან.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში გიგუაშვილი საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სარჩელი ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გაკეთებულ შვიდ სხვადასხვა განცხადებას ეხება, რომლებშიც ისინი მამაცაშვილს თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობაში, ასევე გაძვირებული ელექტროენერგიის ტარიფთან კავშირში ადანაშაულებენ.

კითხვას - რატომ გადაწყვიტა უჩა მამაცაშვილმა დღეს სასამართლოსთვის მიმართვა, გიგუაშვილი ასე პასუხობს:

“რატომ ახლა? - მეც დავუსვი ეს კითხვა ჩემს კლიენტს, რაზე პასუხიც იყო შემდეგი - ერთია, როდესაც გაბრალებენ პოლიტიკურ აფილაციას, მეორეა, როდესაც გაბრალებენ საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველობას და მესამე, რასაც აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობა და მისი სპიკერები, რომ თითქოს ელექტროენერგიის გაძვირება დაკავშირებულია უჩა მამაცაშვილის კორუფციულ ინტერესებთან და რომ გაზრდილი ტარიფიდან სარგებელს შავი ფულის სახით იღებს ბატონი უჩა მამაცაშვილი.

ეს არ უტოვებს ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ საზოგადოების წინაშე აქვს ანგარიშვალდებულება, რომ არ გასცეს ამაზე პასუხი. ეს პასუხი არის სწორედ იმგვარი სახითაც, როგორი სახითაც შეიძლება დღეს საკანონმდებლო სივრცეში იმოქმედოს ადამიანმა და სასამართლომ დააკისროს მას პასუხისმგებლობა იმ ცილისწამებასა და ტყუილზე, რომელიც საჯაროდ გაავრცელა და ამით მორალაური ზიანი მიაყენა და საქმიანი რეპუტაცია შეულახა მოსარჩელე მხარეს.

ანტიკორუფციული მოძრაობის მხრიდან ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ტყულის კამპანია. ის მიმართული იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და მეორე, ამით შელახულიყო უჩა მამაცაშვილის საქმიანი რეპუტაცია. გუშინდელმა ეთერმაც დამარწმუნა, რომ ეს კამპანია იყო ცილისმწამებლური, რადგანაც არანაირი მტკიცებულება მათ არ აქვთ; მეტიც თქვეს, რომ ეს განცხადებები იყო შეფასებითი კატეგორიის.

შვიდი განცხადება გვაქვს ამოღებული, რომელიც ადასტურებს, რომ მათი განცხადებები სცდება შეფასებით კატეგორიას და იყო მტკიცებითი ხასიათის.

ჩვენ მითითებული გვაქვს, რომ 150,000 ლარი, რასაც თუკი გავიმარჯვებთ და დაეკისრებათ მოპასუხეებს გადასახდელად, მიემართება მოხუცებულთა პანსიონის ბენეფიციარებისკენ, რომელთაც სხვათაშორის ბატონი უჩა მამაცაშვილი ეხმარება და პატრონაჟს ახორციელებს.

2017 წლიდან ბატონი უჩა მამაცაშვილის სახელი დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელებასთან, არის ასეთი კომპანია Middle Seas Capital, სადაც გამჭვირვალედ წერია ვინ არის ბატონი უჩა მამაცაშვილი და რა პროექტებს ახორციელებს,”- განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ანტიკორუფციული მოძრაობის ლიდერმა ვასო ურუშაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი სასამართლო სარჩელები მიზნად არასამთავრობო სექტორის საქმიანობისთვის დისკომფორტის შექმნას ემსახურება.

"ქართულ ოცნებაში და მათმა არაფორმალურმა მმართველებმა მიიღეს "სტრატეგიული" გადაწყვეტილებაა. თითქოს, ეს ყველაფერი ცილისწამებაა და ეს ყველაფერი ემსახურება ერთს - ადამიანს აღარ გაჩნდეს სურვილი გაპროტესტების. ვინც ვართ არასამთავრობო ორგანიზაციები, შეგვიქმნან დისკომფორტი, შეგვაშინონ და შევწყვიტოთ მათი მხილება. ეს არის წარუმატებელი მცდელობა", - ამბობს ვასო ურუშაძე.

უჩა მამაცაშვილის შესახებ:

უჩა მამაცაშვილმა საინვესტიციო საქმიანობა მან 1993 წელს „ბანკ როსიისკი კრედიტში“ დაიწყო და საინვესტიციო მიმართულებით წამყვანი პოზიციები ეკავა. 1996-2002 წლებში იგი „მეტალოინვესტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2006-2012 წლებში კი, ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი – „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია „Middle Seas Capital“-ი.