რა თქმა უნდა, მთავარი პასუხიმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არ არის სტიქიის შედეგების რეაბილიტაცია, ეს არის პანდემია, რომელშიც ყველა ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შემოღებულ შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა.
„არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ეკონომიკასა და ეპიდემიას შორის. მთელი ეს პერიოდი სწორედ ამას ეხებოდა ჩვენი კონსულტაციები ბიზნესთან და ვერ დავეთანხმები იმას, რომ მათ ერთი ან ორი დღით ადრე შეიტყვეს შეზღუდვების შესახებ. არჩევნების შემდგომი პერიოდიდან ბიზნესი ამისთვის ემზადება და შავი პარასკევის აქციაც ერთი კვირაა გრძელდება ჩვენს სავაჭრო ქსელებში. ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, დაახლოებოთ ორი კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ მთავრობა მსჯელობს იმ შესაძლო შეზღუდვებზე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მობილობის დაგდებას, მათ შორის იმ არააუცილებელ აქტივობას, რომელსაც ვხედავთ ჩვენ მაღაზიებში. ჩვენ ვეცადეთ იმ ბალანსის პოვნა, რომელიც ერთი მხრივ მიმართულია ეპიდემიის მართვისკენ, მეორე მხრივ კი ბიზნესის, დასაქმებული ადამიანების ინტერესების დაცვისკენ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, დეკემბერი სავაჭრო ქსელებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია გაყიდვების თვალსაზრისით და სწორედ ამიტომ, ბიზნესთან შეთანხმებით, ერთი კვირის განმავლობაში მაღაზიებს ვაჭრობის საშუალება მიეცემა.
„იმედი მაქვს, რომ ყველა დიდი სავაჭრო ობიექტის მეპატრონე გაიზიარებს იმ უდიდეს პასუხიმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ და უზრუნველყოფენ საახალწლო გაყიდვების პროცესს წესების დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ძალიან მარტივია. რაც შეეხება პარასკევის უჩვეულო ხალხმრავლობას სავაჭრო ობიექტებში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს უარყოფით დინამიკას ვირუსის გავრცელების ნაწილში და ეს სამწუხარო რეალობაა, ისევე როგორც რეგულაციების დაცვის გარეშე პოლიტიკურ აქციებს ჰქონდა უარყოფითი შედეგი, ან თუნდაც სუფრებსა თუ სხვა მასობრივ ღონისძიებებს,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლო დღე იყო შეზღუდვების ამოქმედებამდე, როდესაც სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები მუშაობდნენ, ამას დაემთხვა ე.წ. შავი პარასკევი, რომელიც მომხმარებლებს ფასდაკლებებს სთავაზობს, შედეგად სავაჭრო ობიექტებში მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეთა მაღალი მობილობა ფიქსირდებოდა.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის