მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცნაური კანონები აშშ-ში

5d87600caf24e
მარიამ ადამია
23.09.19 00:20
4515
კანონმდებლობა რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და ის, რაც ერთგან დაშვებულია, შესაძლოა სხვა ქვეყანაში აკრძალული იყოს, ამაში ახალი არაფერია, თუმცა მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც კანონები, რომლებიც შემუშავებულია როგორც - ადგილობრივი, ასევე ფედერალური ხელისუფლების მიერ, სრულიად უჩვეულო და აბსურდულიც კი არის და თავად მოქალაქეებსაც ეუცნაურება. ასეთი კანონების უმეტესობა თავს ამერიკის შეერთებულ შტატებში იყრის.

უცნაურია ალბათ ის ფაქტი, რომ არკანზასში, საღამოს ცხრა საათის შემდეგ, კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით დასიგნალება აკრძალულია, ხოლო მიზეზი, თუ რატომ შევიდა ძალაში აღნიშნული კანონი, დღემდე უცნობია.

შტატ დელავერში კი, დაუშვებელია ეკლესიაში ჩურჩული, რადგან მლოცველებს ეს ხელს უშლის და თუ ვინმე კანონს არ დაემორჩილება და ერთ სიტყვას მაინც წაიჩურჩულებს, მაშინვე პოლიციას იძახებენ.

ფლორიდაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში, 16 წლის ზევით ადამიანებს ეკრძალებათ ქუდისა და სახის ნიღბის გაკეთება.

კიდევ ერთი უცნაური კანონია მიღებული ჯორჯიის შტატში, სადაც ისჯება ის ადამიანი, რომელიც შემწვარ ქათამს დანა-ჩანგლით შეჭამს. ამის გამო 2009 წელს რესტორანში ერთ-ერთი სტუმარი დააპატიმრეს.

რაც შეეხება შტატ ლუიზიანას, აქ მოსახლეობას არ აქვს უფლება მოიპაროს კიბორჩხალა, თუმცა თუკი მაინც მოიპარავთ, იცოდეთ, რომ გარდა ფულადი ჯარიმისა, თავისუფლების აღკვეთა გემუქრებათ 6-თვიდან 10 წლამდე.

მერილენდის შტატში კი, დაუშვებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩხუბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამნაშავე 100 დოლარით დაჯარიმდება;

ხოლო მონტანაში ოფიციალურად არის მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, იკრძალება სახლში თაგვის მოშინაურება, მისი გაყიდვა ან გაჩუქება.

გარდა ამისა, ვისაც ვენერიული დაავადება აწუხებს, შტატ ნებრასკაში ვერ დაქორწინდება, რადგან ეს აქ კანონით დაუშვებელია.

კიდევ ერთი უცნაური კანონი პენსილვანიაშია, სადაც იკრძალება კატებისა და ძაღლების დაპურება დღეში ერთზე მეტად.

შტატ ტენნესსში კი, დაუშვებელია სხვისთვის Netflix-ის პაროლის გაცემა, ხოლო ვისკონსინში ყველი და კარაქი აუცილებლად გემრიელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარმოებელი ჯარიმდება.