გუშინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდეს. მთავრობის განცხადებით, "სავალდებულო დასვენების დღეების" გამოცხადება ქვეყანაში მობილობის და ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად. ეს 2021 წლის განმავლობაში სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადების უკვე მეორე შემთხვევაა. ჯერჯერობით საკანონმდებლო მაცნეზე არ გამოქვეყნებულა იმ სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც ამ დასვენების დღეების განმავლობაში საქმიანობა არ ეზღუდებათ.
"სავალდებულო დასვენების დღეები" მთავრობამ 3-დან 15 იანვრის პერიოდშიც გამოიყენა. ამ "უქმეებისთვის", მათ დაწყებამდე 4 დღით ადრე, 31 დეკემბერს ეკონომიკის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა ეკონომიკური საქმიანობის 13 სფერო, რომელთაც დასვენების დღეების პერიოდში შეუფერხებლად მუშაობა შეეძლოთ. ეს სფეროები იყო:
გამონაკლისი სფეროების ჩამონათვალი, რომელთაც უქმეები არ ეხებოდა:
1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
3. ფარმაცევტული საქმიანობა.
4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია და სავაჭრო სექტორში რეალიზაცია.
5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება.
6. წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
9. სამაშველო საქმიანობა.
10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.
13. მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება