14.იანვარი .2022 14:14

„უცვლელია ჩვენი პოზიცია - მაქსიმალურად აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე ვაკეთებთ“

„უცვლელია ჩვენი პოზიცია - მაქსიმალურად აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე ვაკეთებთ“
views 479
უკან

„უცვლელია ჩვენი პოზიცია, რომ მაქსიმალურად აქცენტს მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვაზე ვაკეთებთ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი 2021 წლის ტურიზმში არსებული მდგომარეობის შეფასებისას Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო პრესრელიზით სახით ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ 2022 წელს უწყება სამიზნე ქვეყნებთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რაც კონკრეტულ ბაზრებზე ქვეყნის პოპულარიზებას მოიცავს.

„უცვლელია ჩვენი პოზიცია, რომ მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველ უნარიანი ტურისტის მოზიდვაზე და ამაში გვეხმარება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ევროკავშირის ქვეყნებთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან და სხვა. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების ჩამოყვანაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვა. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ტურისტი საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომელთა ჩამოსვლაც ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ 2022 წელს ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამიზნე ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენთ“, - ამბობს მარიამ ქვრივიშილი.

მისი შეფასებით, 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, 40%-მდე აღდგა

„ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, შეფასების მთავარი ამოსავალი არის შემოსავლები. თუკი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ჰპოვებს ამ ინდუსტრიიდან, მაშინ მას ისეთი პოზიტიური ეფექტი ვერ ექნება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს როგორც საკმაოდ პოზიტიური შედეგების მქონეს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 130%-ით მეტია. ამასთან, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2019 წლის მაჩვენებლის 38% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა