მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამაგისტრო გრანტებისთვის 45 000-ლარიანი ბიუჯეტი დამტკიცდა - სამინისტრო

6149bc94c5331
ინგა მურუსიძე
22.09.21 00:30
605
2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა 45 000 ლარია, - ამის შესახებ წერია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაგისტრანტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა ჩაირიცხოს, მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ამასთან, ბრძანების თანახმად, 2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასწავლო გრანტები გაიცემა არა უმეტეს 2 250 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანხაა.

გრანტის მიღება შეუძლია როგორც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც სამაგისტრო გამოცდებს შესაბამისი შედეგით ჩააბარებს. ხოლო ამ პირობებში იგულისხმება საერთო სამაგისტრო ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავენ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.

სამაგისტრო გრანტის მსურველებმა განაცხადები 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უნდა წარადგინონ, ხოლო გადაწყვეტილებას თავად სამინისტრო აცნობებს.