მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უცხოელ პარტნიორებთან პირველადი მოლაპარაკებები უკვე გვქონდა” - სტარტაპი Ecobox-ი ექსპორტზე გასვლას გეგმავს

61aa167f982e3
მარიამ იზორია
03.12.21 20:50
691
სტარტაპი Ecobox-ი ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ამის შესახებ დამფუძნებელმა ნინო ქირიამ გადაცემა "ქალების ნარატივში" განაცხადა.

სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს ჩურჩხელის დასამზადებლად ბიოდეგრადირებად ყუთში მოთავსებულ ნატურალურ პროდუქციას, მათ შორის, ნიგოზსა და ბადაგს სთავაზობს ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა და ამ დროისთვის მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ჩურჩხელის დასამზადებლად საჭირო ნედლეულს, ბადაგსა და კაკალს კომპანიის დამფუძნებლები სოფელ შილდაში მოიპოვებენ. Ecobox-ის ფასი 70 ლარია.

დამფუძნებლის თქმით, კომპანიას პირველადი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე ჰქონდა. ამასთან, როგორც ნინო ქირია აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის უნიკალური კონცეფციის გამო მოთხოვნა ძალიან მაღალია და სამომავლოდ ასორტის გამრავალფეროვნების მიზნით სხვადასხვა მოცულობის ყუთების წარმოებასაც დაიწყებენ.

“ჩვენს ყუთში ყველაფერი ნატურალური და ბიოდეგრადირებადია, პროდუქტი იმდენად უნიკალურია, რომ მომხმარებლის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. გარდა ამისა, დაინტერესება საერთაშორისო ბაზრებიდანაც გვაქვს, პირველადი მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე გვქონდა, შესაბამისად ექსპორტი ჩვენს გეგმებში შედის, თუმცა ჯერჯერობით ვცდილობთ ადგილობრივი მაღალი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და მომხმარებელს მაქსიმალურად მოვერგოთ, სწორედ ამიტომ მალე ასორტიმენტს გავამრავალფეროვნებთ და სხვადასხვა ზომის ყუთის წარმოებასაც დავიწყებთ”, - ამბობს ნინო ქირია.