მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელების მიერ ქირავნობის პირობების დარღვევის საკითხზე კვლევა ჩატარდება

63189eb25e31b
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.22 18:45
1315
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ქვეყანაში რუსეთიდან და ბელარუსიდან გაზრდილი მიგრაციის ფონზე საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და ფასები გაიზარდა. მიგრაციული პროცესების გააქტიურებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ბინის მესაკუთრეები, რომლებიც უძრავ ქონებას რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეებზე აქირავებენ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ.
ბოლო პერიოდში სულ უფრო გახშირდა ფაქტები და საუბრები იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქირის გადასახადს არ იხდიან და არც დაკავებულ უძრავ ქონებას ტოვებენ.

რამდენად ხშირია მსგავსი ფაქტები და გაქირავების რა წილი მოდის ასეთ შემთხვევებზე - ამ საკითხებით BM.GE-მ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციას მიმართა, რომელშიც 50-მდე უძრავი ქონების სააგენტოა გაერთიანებული.

ასოციაციის თავმჯდომარის ვაჟა მებაღიშვილის განმარტებით, ასოციაციაში მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას ფლობენ და სწორედ ამიტომ გაერთიანების წევრი ორგანიზაციების ფარგლებში ერთიანი სურათის შესაქმნელად მოკვლევას დაიწყებენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ბინის ქირის გადაუხდელობისა და დაქირავებული ფართებიდან არსებული შემთხვევების მატების გამო, უძრავი ქონების ასოციაცია წევრ კომპანიებში კვლევას ჩავატარებთ, რომლის შედეგები ბაზარზე არსებული მდგომარეობის დანახვის საშუალებას მოგვცემს. ეს დაეხმარება სააგენტოებსა და მათ შორის ბინის მესაკუთრეებს გაერკვნენ არსებულ ვითარებაში და შესაბამისად, იმოქმედონ“, - აღნიშნა უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ.